​ვარიკოზის პროფილაქტიკის



რა არის ვარიკოზი

ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება (varix -კვანძი, შებერილობა, ლათ) - ეს არის ვენების დაავადება, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას.

ვარიკოზული დაავადება ცნობილია უძველესი დროიდან. მის შესახებ ცნობები მოიპოვება ეგვიპტურ პაპირუსებში, ბიზანტიის კანონთა კრებულში მედიცინის შესახებ და ძველ აღთქმაშიც კი. ვარიკოზული დაავადების მკურნალობას ცდილობდნენ (თუმცა უშედეგოდ) ძველი დროის უდიდესი ექიმები ჰიპოკრატე, ავიცენა, გალენი და პარაცელსი. მას უწოდებდნენ ”დაავადებას, რომელიც მოგცელავს”. ამ დაავადების შესწავლას მრავალი წელი მიუძღვნა იტალიელმა ექიმმა მარჩელო მალპიგიმ. სწორედ მან აღმოაჩინა 300 წლის წინათ კაპილარული სისხლის მიმოქცევა და დაამტკიცა, რომ სისხლი მიედინება არტერიებიდან ვენებისაკენ და იქიდან კი გულისაკენ.

ვენების ვარიკოზული გაფართოება ძალზედ გავრცელებული დაავადებაა. დღეისათვის ეს დაავადება აღენიშნება ყოველ მესამე ქალს და მეათე მამაკაცს და რაც მთავარია, ეს არის ძირითადად 40 წლამდე ასაკის შრომისუნარიანი ადამიანები.

ვენების ვარიკოზული გაფართოების დროს ზიანდება სხვადასხვა ორგანოების ვენები (მათ შორის საყლაპავის, სასქესო ბაგირაკის და სხვ), შესაბამისად, დაზიანებული სიხლძარღვების ადგილმდებარეობის მიხედვით დაავადებას სხვადასხვა გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს. ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება, ბუასილი, ვარიკოცელე და კუჭისა და საყლაპავის ვენების გაგანიერება - პრაქტიკულად ერთი და იგივე დაავადებაა, მაგრამ ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება.



ეფექტური და მარტივი აბაზანები ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს

კონტრასტული აბაზანები ვარიკოზული ბადის და მსხვილი ვენების მოსაცილებლად: დაგჭირდებათ ორი ვედრო - ერთში ჩაასხით ცხელი წყალი, მეორეში - ცივი. ფეხები მონაცვლეობით ჩაყავით ჯერ ერთ, შემდეგ მეორე ვედროში.

თუ კონკრეტულ მომენტში სა­ჭირო მოცულობის ჭურჭელი არ აღმოგაჩნდებათ, შეგიძლიათ პირდაპირ ონკანს მიუშვიროთ და ხან ცივი წყალი მიუშვათ, ხან - ცხელი. პროცედურა აუცილებლად ცივი წყლით დაასრულეთ.



ერთ ლიტრ ცხელ წყალში გახსენით 100 გრამი საკვები სოდა და დაამატეთ 35 გრამი შაბი. ცოტა გააგრილეთ და ფეხები 15 წუთით ჩაყავით. აბაზანები კვირაში ორჯერ გაიკეთეთ.

10 გრამ ცხენისწაბლას ქერქს, 10 გრამ გვირილის ყვავილს, 10 გრამ ჭინჭარს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, დააყოვნეთ ერთი საათით, შემდეგ გადაწურეთ და გაიკეთეთ ფეხების აბაზანები ყოველდღე ნახევარი საათის განმავლობაში. აბაზანის შემდეგ ფეხები ელასტიკური ბინტით გადაიხვიეთ.

თუ დაავადებას თან ახლავს ტკივილები: 2 სუფრის კოვზ ტირიფის ქერქს და 2 სუფრის კოვზ მუხის ქერქს დაასხით 5 ლიტრი მდუღარე წყალი და ძლიერ ცეცხლზე ხუთი წუთი ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით და ნახარში ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ. გაიკეთეთ 20-წუთიანი აბაზანები, სასურველია, ძილის წინ.

ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად მოამზადეთ შემდეგი ნაყენი: 2 სუფრის კოვზ ფიჭვის კვირტებს დაასხით ხუთი ლიტრი წყალი და 1 სუფრის კოვზი 9%-იანი ძმარი. მიიღეთ ფეხების აბაზანა 15 წუთის განმავლობაში ძილის წინ.



თუ ვარიკოზს თან ახლავს ქვედა კიდურების შეშუპება:

2 სუფრის კოვზ სამკურნალო გვირილას და 2 სუფრის კოვზ ცაცხვს დაასხით ერთი ლიტრი ცხელი წყალი, ადუღეთ 10 წუთი. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და მიიღეთ ფეხების აბაზანები.

თუ ვარიკოზულ გაგანიერებას თან ახლავს

ფეხის გაკავება და ტკივილები: 3 ლიტრ წყალში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ 200 გრამი სამკურნალო გვირილა. ნახარში გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და გაიკეთეთ ფეხების აბაზანა. პროცედურის ხანგრძლივობა 20 წუთს არ უნდა აღემატებოდეს.

და კიდევ ორი რეცეპტი ვარიკოზის წინააღმდეგ, რომელსაც თან ახლავს დერმატიტი:

50 გრამ სამკურნალო გვირილას და 50 გრამ კალენდულას დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე, გააჩერეთ ნახევარი საათით. მიიღეთ აბაზანა 20 წუთის განმავლობაში.

50 გრამ თეთრი ტირიფის ძირებს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და დაამატეთ 60 გრამი თაფლი. მიიღეთ ამგვარი აბაზანები ყოველდრე ათი დღის განმავლობაში, დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე.


ვარიკოზის პროფილაქტიკის

ვარიკოზის პროფილაქტიკის მიზნით ეფექტურია მთელი რიგი მარტივი პრევენციული ღონისძიებების შესრულება:

ეცადეთ, თავი აარიდოთ სითბურ დატვირთვას და გადახურებას, ისეთ პროცედურებს, როგორიცაა ცხელი შხაპი, აბაზანა, საუნა;

არ შეიძლება დიდხანს ჯდომა, განსაკუთრებით, ფეხი-ფეხზე გადადებულ მდგომარეობაში;

მჯდომარე პროფესიის ადამიანებისათვის სასარგებლოა სამსახურში ყოველ 40-50 წთ-ში ფეხზე ადგომა, ასევე ოფისის დერეფანში გავლა-გამოვლა ან კიბეებზე ასვლა. ეს გააუმჯობესებს ქვედა კიდურებში სისხლის ცირკულაციას, რათა ვენებში არ მოხდეს სისხლის შეგუბება. სახლში ყოფნისას კარგი იქნება, სკამზე ჯდომისას ქვედა კიდურების სიმაღლეზე შემოწყობა, ანუ ფლებოლოგები მიესალმებიან ე.წ. ”ამერიკული” ჯდომის მანერას.

ძილის დროს შეეცადეთ, ფეხები სხეულთან შედარებით მაღლა იყოს მოთავსებული.

იმის გათვალისწინებით, რომ მემკვიდრეობითი დატვირთვის შემდეგ ვარიკოზული დაავადებისათვის ყველაზე დიდი რისკია ორსულობა და მშობიარობა, უმჯობესია მშობიარობა და ნებისმიერი სახის ოპერაცია ჩატარდეს ელასტიური ბანდების ან სპეციალური კომპრესიული ტრიკოტაჟის პირობებში;

გასათვალისწინებელია თამბაქოს მოხმარებისა და ჭარბი წონის როლი. შესაბამისად, ვარიკოზის პროფილაქტიკა ითვალისწინებს თამბაქოს მოხმარების შეზღუდვას, ასევე წონის კონტროლს.

არ დაგავიწყდეთ კონტრასტული შხაპის სარგებელის შესახებ - თბილი და გრილი წყლის ჭავლის მონაცვლეობით ხდება ვენების ”ტრენირება”, რაც კარგად ამაგრებს სიხლძარღვების კედლებს და ხელს უწყობს ვარიკოზის პროფილაქტიკას;

ეცადეთ, ყოველდღიურად არ ატაროთ მჭიდრო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მოკლე ყელწინდები მჭიდრო რეზინით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი;

ფიტოთერაპიის მომხრეები თვლიან, რომ ზოგიერთი ხალხური რეცეპტი თავიდან აგვარიდებს სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების პრობლემას: მაგ. თუ დაჭრით 250გრ ნიორს და დაასხამთ 350გრ თხიერ თაფლს, მიღებულ ნარევს დააყენებთ ორი კვირა, რის შემდეგაც დაიწყებთ მის მიღებას სუფრის კოვზით ჭამამდე 40 წთ-ით ადრე, ორი თვის შემდეგ ვარიკოზის მოვლენები შემცირდება.




Popular Today
ვარიკოზის პროფილაქტიკის.
Read more
.ვარიკოზის პროფილაქტიკის
Read more
სასწრაფო დახმარება – სახის კანის გაახალგაზრდავება 120 წუთში!
Read more
რათა ხელნაკეთი კრემი
Read more

Never Miss A Post!